|
2017-10-10 15:37:04, 1829 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ბირბიჩაძე: თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და შშმ პირთა უფლებების დაცვა ჩვენთვის პრიორიტეტულია
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე პარლამენტის წევრ რატი იონათამიშვილთან ერთად შშმ პირთა დღის მომსახურების ცენტრში იმყოფებოდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა და საპარლამენტო დეპუტატმა ცენტრის ბენეფიციარებისგან არსებული პრობლემების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. გიორგი ბირბიჩაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თბილისი იქცეს ინკლუზიურ ქალაქად და ამისთვის შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება. მისივე განცხადებით, შშმ პირთა დამოუკიდებელი გადაადგილების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა, საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით პროექტების დაფინანსება და განხორციელება, ფიზიკური გარემოს ადაპტირება და სკოლამდელი ინკლუზიური განათლება აღნიშნული პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია. „ძალიან აქტუალურია ქალაქის ინფრასტრუქტურის ადაპტირების საკითხი შშმ პირებისთვის. მუნიციპალური ტრანსპორტის, გაჩერებების, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების, ასევე, საფეხმავლო გზების ადაპტირება აუცილებელია. გარდა ამისა, იმისათვის, რომ შშმ პირებმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ, ჩვენ უნდა შევქმნათ, პირველ რიგში, ის ელემენტარული პირობები, მთელი ქალაქის მასშტაბით, რაც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, კერძოდ, უნდა განხორციელდეს საზოგადოებრივი დანიშნულების და საზოგადოების თავშეყრის ადგილების, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, კულტურული დაწესებულებების, ასევე პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების ადაპტირება. სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობა, ასევე, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება. ამ ადამიანების უფლებები უნდა იყოს დაცული და თანაბარი შესაძლებლობები ყველასათვის უზრუნველყოფილი”, - აღნიშნა გიორგი ბირბიჩაძემ შშმ პირებთან შეხვედრისას. პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა, დღის ცენტრის ბენეფიციარებს, თავის მხრივ, ცენტრის ბენეფიციარებს 2018 წლიდან შშმ პირთათვის არებულ პროგრამებში დაგეგმილი პოზიტიური სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)