04:51 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 15:28:35, 1975 ნახვა

ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა. 
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მორიგი მისიის დასასრულს საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს მონაცემები  2017 წლისთვის 3,5 % დან 4,3%-მდე გაზარდა. 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით,  გაუმჯობესების ძირითად მიზეზებად სავალუტო ფონდმა ექსპორტის,  ინვესტიციების და ტურიზმის მიმართულებით ზრდა დაასახელა. 
 ,,ასევე ჯამში დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ სტრუქტურული რეფორმების განხორციელების პროცესი, კერძოდ, ხაზი გაესვა საპენსიო რეფორმის, კერძო და საჯარო პარტნიორობის სისტემის, ასევე  სხვა რეფორმების მიმდინარეობას და აღინიშნა,  რომ ეს რეფორმები დათქმულ ვადებში,  საკმაოდ წარმატებით ხორციელდება“- აღნიშნა ნინო ჯავახაძემ. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics