|
2017-10-09 13:29:59, 1788 ნახვა
ეკონომიკა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ხორვატიაში სამუშაო შეხვედრები გამართა
აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, დეპარტამენტის სერვისებისა და პრუდუქტების, ასევე იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფებოდა. ოფიციალური ვიზიტის მიზანი ხორვატიაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის გაცნობა და საერთაშორისო გამოცდილების რეგიონში დანერგვაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დელეგაციამ შეხვედრები გამართა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ტურიზმის სამინისტროს, ასევე დუბროვნიკის რეგიონისა და ქალაქის ხელმძღვანელობასთან. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მუშაობას იწყებს 2018-2025 წლების ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე, რომელშიც ჩაერთვება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები. “აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ვიწყებთ მუშაობას აჭარაში ტურიზმის განვითარების 2018-2025 წწ სტრატეგიის შემუშავებაზე. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ტურიზმის პოლიტიკას რეგიონში. აღნიშნული სტრატეგიის შექმნაში ჩართული იქნება როგორც სამთავრობო, ასევე ტურიზმში ჩართული კერძო სექტორი და ყველა დაინტერესებული მხარე. ჩვენ მათთან აქტიური კომუნიკაციით გამოვკვეთავთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც დღეს გვაქვს ან შეიძლება მომავალში დადგეს და აქტიურად ვიმუშავებთ მათ გადასაწყვეტად. 2018-2025 წლების სტრატეგია იქნება დოკუმენტი, რომელიც კერძო სექტორს გაუადვილებს ორიენტირებას ტურისტულ სფეროში. მათ ზუსტად ეცოდინებათ, თუ რას გეგმავს სახელმწიფო ინფრასტრუქტურის, საკანონმდებლო თუ სხვა მიმართულებით. ამ შემთხვევაში ხორვატია არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ჩვენთვის ბევრი მიზეზის გამო. ისინი ყოველწლიურად 15 000 000 ტურისტს მასპინძლობენ და უდიდესი გამოცდილება აქვთ ამ კუთხით, რომელსაც გვიზიარებენ და მზად არიან კონსულტაციები გაგვიწიონ ბევრი მიმართულებით. წარმატებული მაგალითების გაზიარება და სრულად ათვისებული რეგიონის ტურისტული პოტენციალი არის შანსი იმისა, რომ აჭარა ოთხივე სეზონზე მიმზიდველი გავხადოთ და რეგიონში ტურიზმი არ ასოცირდებოდეს მხოლოდ ზღვასთან ან ზაფხულთან. ტურიზმი ჩვენი ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. შესაბამისად, ჩვენ შევეცდებით რაც შეიძლება სრულყოფილი დოკუმენტი შეიქმნას, რომელიც დაეფუძნება რეგიონის ტურისტული პოტენციალის კვლევას,“ განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
(NS)
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)