00:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 11:03:12, 1928 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: ბენდუქიძე მოკლეს იმის გამო, რომ 9 მილიონად იყიდა ხავსმოკიდებული ინსტიტუტი, ივანიშვილი კი, მიწებს ლარად იღებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხს გამოეხმაურა.

სააკაშვილმა აღნიშნულ ფაქტს უსამართლო უწოდა და კახა ბენდუქიძის საქმიანობასთან გააკეთა შედარება.

„უსამართლობაა ელემენტარული, როცა ქალაქის ცენტრში ერთ ლარად იღებ უზარმაზარ ქონებას და კახა ბენდუქიძე მოკლეს იმის გამო, რომ 9 მილიონად იყიდა ხავსმოკიდებული სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი. თავის დროზე ბაბუაჩემი მუშაობდა იმ ინსტიტუტში და კარგად ვიცი, რა მდგომარეობაში იყო. 9 მილიონი ლარი გადაიხადა და კიდე ბევრად მეტი ჩადო და ამისთვის აღძრეს სისხლის სამართლის საქმე და გააქციეს ქვეყნიდან და პრაქტიკულად, გაუხეთქეს გული. ეს ლარად იღებს და ვითომ არაფერი“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ "თბილისი სითისთვის" პუშკინის სკვერთან ავტოპარკინგის მოსაწყობად 1900 მ. კვ-ის ფართობის მიწის ნაკვეთის და თაბორის მთაზე 5 000-მ. კვ-მდე მიწის ფართობის 1 ლარად გადაცემას საკრებულომ მხარი 29 სექტემბერს დაუჭირა. გადაწყვეტილებას საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics