|
2015-04-30 20:22:01, 416 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: როდესაც პოლიტიკაში ხარ, ყველაფერს ეთანხმები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით განცხადებას პრემიერ-მინისტრი გააკეთებს. „კონსულტაციები მიმდინარეობს მთავრობასთან დაკავშირებით ბევრ თემაზე. პრემიერი თავად გააკეთებს კომენტარს. როდესაც ხარ პოლიტიკაში ყველაფერს ეთანხმები“, - განახადა თინა ხიდაშელმა. ცნობისთვის, სამთავრობო ცვლილება შესაძლოა, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ მინდია ჯანელიძეს შეეხოს. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ჯანელიძე შესაძლოა, „რესპუბლიკური“ პარტიის წევრმა თინა ხიდაშელმა შეცვალოს. ცნობისთვის, ბოლო 1 წლის განმავლობაში 7 მინისტრი შეიცვალა. პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხვალ, მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა დაასახელოს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)