00:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 15:40:56, 2413 ნახვა

კომენტარი
ექსპერტი ჯეფრი ჯოუელი: საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი შთამბეჭდავი და საუკეთესოა

ლონდონის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის ემერიტუს პროფესორი, ჯეფრი ჯოუელი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტი საუკეთესოა. აღნიშნული შეფასება ექსპერტმა ვენეციაში  გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ ეს ძალიან შთამბეჭდავი პროექტია, რომლის მიზანია, საქართველოს კონსტიტუცია  გახდეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, თანამედროვე კონსტიტუცია მსოფლიოში, რა თქმა უნდა, საქართველოს კულტურაზე დაყრდნობით. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ განხორციელებული სამუშაოთი - იმ დებულებებით, რომლებიც მიმართულია ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. ასევე, არის უნივერსალური ჯანდაცვის უფლება, გარემოს დაცვა და სხვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უფლებები, რომლებიც არ არის სხვა ქვეყნების კონსტიტუციების უმრავლესობაში. ისინი გარანტირებულია ზოგიერთ თანამედროვე კონსტიტუციაში, მაგრამ არა ყველგან, და ეს ძალიან შთამბეჭდავია",- განაცხადა ჯეფრი ჯოუელმა.

ექსპერტის კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics