22:24 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 19:04:40, 2003 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე პედაგოგებს: მომავალი თაობების აღზრდაში თქვენი როლი განსაკუთრებულია

„რამდენიმე დღეში ვგეგმავთ განათლების პოლიტიკის პრეზენტაციას, თუ რა პროექტების განხორციელებას ვაპირებთ განათლების მიმართულებით, როგორი იქნება მერიის მხრიდან პედაგოგების ხელშეწყობა. გარდა ამისა, არის იდეა, რომ თბილისში მოეწყოს 5 ძალიან დიდი სასწავლებელი - ე.წ. ედუპარკი და ჩვენ ამ პროექტსაც წარვადგენთ“, - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიერ ორგანიზებულ მასწავლებლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა დღეს მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა.

„პედაგოგის პროფესია განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ყველა პროფესიას, მაგრამ თქვენ ბრძანდებით ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიური შეხება აქვთ ჩვენს მომავალ თაობებთან, ჩვენს შვილებთან, სწორედ ამიტომ, თქვენი როლი განსაკუთრებულია მათ აღზრდაში. ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს“, - განუცხადა პედაგოგებს კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატი მასწავლებლებს თბილისის განვითარების პროგრამულ ხედვაზე ესაუბრა და ქალაქში დაგეგმილი პროექტები გააცნო. მისი თქმით, ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა ეს არ იძლევა თვითკმაყოფილების საფუძველს და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად კიდევ ბევრი პროექტის განხორციელება იგეგმება.

დღეს 5 ოქტომბერია - მასწავლებლის მსოფლიო დღე, რომლის მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მისი საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics