08:27 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 18:46:17, 2104 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, კორინ იონკერს შეხვდა.

შეხვედრას, რომელიც მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში გაიმართა, ეუთო-ს ანალიტიკოსები დიმაშ ალჟანოვი და ივან გოდარსკი, ასევე, კახა კალაძის გუნდის წევრები მაია ბითაძე და ირაკლი ხმალაძე ესწრებოდნენ.

როგორც მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მათ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

„კითხვები ჰქონდათ, როგორც თბილისში, ასევე, მთლიანად საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიასთან და შემოწირულობების კანონიერებასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ იმ მოლოდინებზე, რაც თბილისში პირველივე ტურში გამარჯვებას უკავშირდება და რის იმედსაც წინასწარი კვლევები გვაძლევს“, - განაცხადა კახა კალაძის გუნდის წევრმა.

მაია ბითაძის თქმით, მერობის კანდიდატმა სადამკვივრვებლო მისიის წარმომადგენლებს თემატური შეხვედრების გეგმაც გააცნო და პროგრამული ხედვის შვიდი ძირითადი მიმართულება წარუდგინა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics