|
2015-04-30 12:50:50, 418 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: საქართველოში, ევროპის საინვესტიციო ბანკის ოფისის დახმარებით, მეტ სამუშაო ადგილს შევქმნით
„საქართველოში ევროპის საივესტიციო ბანკის ოფისის გახსნა ეს არის ჩვენი ქვეყნისათვის დიდი დახმარება და აღიარება“,- ამის შესახებ პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში, ევროპის საინვესტიციო ბანკის ოფისის გახსნის ცერემონიალზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე შეფასებით, საქართველოში აღნიშნული ბანკის ოფისის გახსნა ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს. „ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ბანკის ვიცე–პრეზიდენტს . ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნისათვის ნდობის გამოცხადებას. ეს იქნება რეგიონული მნიშვნელობის ოფისი, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანსაც მოიცავს. მისი დახმარებით ჩვენ, საქართველოში არაერთ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ, შევქმნით მეტ სამუშაო ადგილს და ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესისი განვითარებას, განსაკუთრებით რეგიონში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. როგორც მან განაცხადა, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში უკვე ბევრ პროექტს აფინანსებს. „მომავალშიც არაერთი პროექტი გვექნება. ეს ოფისი დაგვეხმარება გავხდეთ რეგიონალური ლიდერი და დაგვაახლოვებს ევროპულ სტრუქტურებთან“,– დასძინა ირაკლი ღრიბაშვილმა. ცნობისთვის, თბილისში ევროპის საინვესტიციო ბანკის ოფისმა დაიწყო მუშაობა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ვილჰემ ნოლპერერი და ევროკავშრის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი. ევროპის საინვესტიციო ბანი ევროკავშირის მიერაა დაფუძნებული.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)