|
2015-04-30 12:14:49, 566 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: სამთავრობო პროგრამა, რომელსაც პრემიერი პარლამენტში წარადგენს, საკმაოდ ამბიციური იქნება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის, დავით ბაქრაძის, განცხადებით, სამთავრობო პროგრამა, რომელსაც პრემიერი პარლამენტში ნდობის გამოცხადებისას წარადგენს, საკმაოდ აბციური იქნება,ისევე როგორც თავად მთავრობა. "მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც წინა მთავრობა დამტკიცდა, ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, გვაქვს წინვლა ნატოსთან დაკავშირებით, შედგა უელსის სამიტი და გვაქვს ახალი მექანიზმები",-განაცხადა დავით ბაქრაძემ. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3–ით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, მთავრობა პარლამენტის წინაშე ახალი შემადგენლობით და პროგრამით უნდა წარსდგეს. ბოლო 1 წლის განმავლობაში, 7 მინისტრი შეიცვალა, რის გამოც პარლამენტმა მთავრობას ხელახალი ნდობა უნდა გამოუცხადოს, რასაც 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)