22:23 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 18:14:25, 2359 ნახვა

კომენტარი
რაქვიაშვილი: საფრთხე მხოლოდ მაშინ განელდება, როცა ოკუპაცია შეწყდება

"რუსული ოკუპაცია მიმდინარე საფრთხეა. ეს საფრთხე მხოლოდ მაშინ განელდება, როდესაც ოკუპაცია შეწყდება",-ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ის, რაც  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, საფრთხის  წყაროა და აღნიშნულთან დაკავშირებით მუდმივად უნდა მიდიოდეს მსჯელობა:

"ამჯერად არ არის პირდაპირ ინდიკატორები, რომელიც შეიძლება იყოს გადათარგმნილი მყისიერ საფრთხედ, ან უახლოესი მიმავლის, მაგრამ ის,  რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით არსებული მილიტარიზაცია,  წვრთნები, რომელსაც შესაშური რეგულარულობით ატარებენ რუსები, რა თქმა უნდა, არის წყარო ხიფათის და ამაზე მუდმივად უნდა მიდიოდეს მსჯელობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენს პარტნიორებთან",-განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics