23:26 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 16:14:49, 2083 ნახვა

კომენტარი
ნარმანია: ოპოზიცია არასასურველად იქცევა, მოვუწოდებ, შეეშვან მსგავს ქცევებს

თბილისის მერი დავით ნარმანია დედაქალაქის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ძალიან არასასურველად იქცევა.

"მესმის, რომ წინასაარჩევნო კამპანიაა და მათ გარკვეული ქულების დაწერა სჭირდებათ. თუმცა მათი ასეთი ქცევით არ მგონია, ხმების თუნდაც დამატებით ერთი ხმა მაინც მიემატოთ. მე ვერ მოვისმინე კონკრეტული არგუმენტი რატომ არ უნდა გაკეთდეს ქალაქში მიწისქვეშა მრავალსართულიანი ავტოსადგომი", - განაცხადა ნარმანიამ.

მან ოპოზიციას მოუწოდა მსგავს ქცევებს შეეშვან და საკრებულოს მუშაობის საშუალება მისცენ.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს სხდომა თითქმის 2 საათის განმავლობაში ვერ იწყებოდა. „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატები და მათი მხარდამჭერები სხდომაზე განსახილველ ერთ-ერთ საკითხს აპროტესტებდნენ. კერძოდ, დღევანდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხის განხილვაა დაგეგმილი. კომპანია ითხოვს, რომ მიწი ნაკვეთი ერთ ლარად გადაეცეს და სანაცვლოდ ადგილზე 1 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ასევე მოაწყობს რამდენიმე დონიან მიწისქვეშა პარკინგს.

ხმაურის გამო, საკრებულოს დაცვის სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. ამასთან, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმაც.

ამ წუთებში საკრებულოს სხდომა განახლებულია. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს იხილავენ, მათ შორის, მიწის გადაცემის საკითხს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics