21:08 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 18:20:45, 2141 ნახვა

კომენტარი
ჩიხრაძე: როგორც ოპოზიცია, ისე პრეზიდენტი განწყობილია იმისათვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს

"როგორც ოპოზიცია, ისე პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია განწყობილია იმისათვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს",-ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, " ქართულ ოცნებას" შეხვდეს:

"ვეტოსთან დაკავშირებით უკვე ერთგვარი კონსესუსი არსებობს ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებაში. ვეტოს  ითხოვს პოლიტიკური ოპოზიცია და ვეტოს ითხოვს ქართული ოცნება. შესაძლოა საკითხების ნუსხა განსხვავებული იყოს, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც ორივე მხარის მოთხოვნებში ფიგურირებს. აქედან გამომდინარე დღეს იყო შეხვედრა პოლიტიკურ ოპოზიციასთან. სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები არ იყვნენ, მაგრამ როგორც ოპოზიცია, ისე პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია განწყობილია იმისათვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს. ჩვენ  შევხვდებით ქართულ ოცნებას თუ ამისი  სურვილი მათი მხრიდან იქნება, მოვისმენთ მათ მოსაზრებებს, როგორ წარმოუდგენიათ ეს პროცესი და ამავე დროს, გავაგრძელებთ დიალოგს ისევ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთანაც",-აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics