15:35 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 15:29:47, 3137 ნახვა

სამართალი
შსს-მ ISIS-ის ქართველი მებრძოლის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ISIS-ის ქართველი მებრძოლის თამაზ ჭაღალიძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 330-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

330-ე პრიმა მუხლი ნიშნავს საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელებას, ან სხვაგვარ მიწოდებას ამ კოდექსის 323-ე–330-ე, 3302 და 3311 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენისაკენ მოწოდების მიზნით, თუ ეს ქმედება, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ჩადენისაკენ პირდაპირ მოწოდებას,  ასეთი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს წარმოშობს.  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

შეგახსენებთ, ბათუმელმა რადიკალმა მუსლიმმა, 27 წლის თამაზ ჭაღალიძემ, რომელიც სირიაშია და საბრძოლო მოქმედებებში  მონაწილეობს, საქართველოში მცხოვრებ ქრისტიანებს და სამღვდელოებას მუქარის წერილით მიმართა.

ჭაღალიძემ მიმართვა სოციალური ქსელის პირად გვერდზე გაავრცელა.

„ყურადღება! საქართველოს ქააფირებს მივმართავ ვინც ისლამისა და მუსლიმანების წინააღმდეგ რამე ჩაიდინეთ ნატო-ს მისიებით ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში, თუ საქართველოში ლაფანყურში, პანკისში, გურიაში, აჭარაში, ჯავახეთსა თუ სხვა რეგიონებში, ყველა ფაქტი გვახსოვს და ყველა მონაწილის სახელი და გვარი ვიცით. ვიცით ყველა კაკებეშნიკი ვინც ჩვენს ძმებს შეურაცხყოფას აყენებს. ვიცით ყველა თქვენი ნამოქმედარი. ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ თქვენი ბინძური ქააფირი სისხლით. გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ! არ გაბედოთ, რომელიმე მუსლიმ ძმაზე ხელის აღმართვა ან, რომელიმე მეჩეთზე, ან ნებისმიერ თემაზე, სადაც ისლამი ურევია, თორე ერთ დღეს, რომ საქართველოში შავი დროშები აფრიალდება გასაქცევს მოძებნით. გპირდებით დაჩოქილ ვედრებას დაგაწყებინებთ ტელევიზიით. გაჩენას ინანებთ, თქვე, ვირთხებო თქვენა. საპატრიარქოს აჭარლების და აჭარის პრობლემებისთვის ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, რომ თქვე ანაფორიანო ვირთხებო ინატრებთ, რომ ქვეწარმავლად გავჩენილიყავითო. ვფიცავ ალლაჰს მწარედ ინანებთ თქვენი ბინძური სისხლით პასუხს აგებთ ყველა ქააფირი. ერთი შანსი აქვთ მოქალაქეებს, ისლამი აღიარონ და ხალიფატს დაემორჩილონ“, – წერს თამაზ ჭაღალიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics