2015-01-15 14:57:30, 3442 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა შეიქმნება
მსოფლიო ბანკის დახმარების პროექტის ფარგლებში საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა შეიქმნება“,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისვე ინფორმაციით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შედგება, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური უხელმძღვანელებს.
„მთავრობის სხდომაზე, საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის პროექტი განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ შედგება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი უხელმძღვანელებს, მე კი, ამ სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე გახლავართ. მსოფლიო ბანკის დახმარების პროექტის ფარგელებში საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა შეიქმნება“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან