|
2017-09-24 16:33:54, 2097 ნახვა
საზოგადოება
ილიაუნიდან 25-მდე ლექტორის გათავისუფლებას სტუდენტები გააპროტესტებენ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ე კორპუსთან, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას გამართავენ. როგორც აქციის ორგანიზატორებმა „ექსპრესნიუსს“ აცნობეს სტუდენტები უნივერსიტეტიდან 25-მდე ლექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ლექტორების გათავისუფლება სრულიად უსაფუძვლო და არასამართლიანი პროცესია. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ არგუმენტი, რომელითაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა, ნინო პატარაიამ, ლექტორების გაშვების მიზეზად დაასახელა, არის სრულიად უსაფუძვლო და საღ აზრს მოკლებული. „ 5 სექტემბერს ამოქმედებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები, რომელიც ამჟამად სატესტო რეჟიმშია ჩაშვებული, აშკარად არასწორად ესმით ილიაუნის რექტორს, დეკანსა და ადმინისტრაციას. მიზეზი, რითაც ქალბატონი ნინო პატარაია ხსნის ათეულობით ლექტორის უნივერსიტეტიდან გაშვებას, ავტორიზაციის სტანდარტებში საერთოდ არ წერია“ , - აცხადებენ ილიაუნის სტუდენტები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ითხოვენ შემდეგს: შეწყდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორების უსამართლო დევნა.ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აიღოს პასუხისმეგლობა და გაზაფხულის სემესტრიდან დააბრუნოს უსამართლოდ და უარგუმენტოდ გაშვებული ლექტორები! სტუდენტების მოთხოვნაა, სტუდენტებისა და ლექტორების მიმართ არაპროფესიონალური მიდგომის გამო დატოვოს თანამდებობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა, ნინო პატარაიამ. ამასთან, სალექციო პერიოდი მაქსიმალურად იყოს მორგებული სტუდენტების საჭიროებებზე, რაც ლექტორების გაშვებით გამოწვეულმა პრობლემებმა ნათლად ცხადყო. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ფართო მასშტაბიან აქციას აანონსებენ. აქცია ხვალ 25 სექტემბერს, 11:00 საათზე დაიწყება.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)