03:54 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 13:06:12, 440 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ყიფიანი: შესაძლოა, ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებისთვის მოვემზადო

სპორტისა და ახალგაზრდობის უკვე ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საქმიანობას კვლავ სპორტის სფეროში გააგრძელებს. როგორც ყიფიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, არ გამორიცხავს, ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებისთვის მოემზადოს.

"მე სპორტში ვარ და სპორტში ვიქნები და  ყველა დასმულ მწვავე კითხვაზე მზად ვარ, პასუხი გავცე. პასუხი გავეცი კიდევაც. გავაგრძლეებ იმ მოღვაწეობას, რა მოღვაწეობითაც აქამდე მოვედი. სუფთა რეპუტაციით, სუფთა ხელებით, გახსნილი გულით და ერთიანი ძალისხმევით. მინდა,  დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს. ვთხოვ პრემიერს და იმ ახალ მინისტრს, რომელიც მოვა სამინისტროში, რომ შეინარჩუნოს ის კურსი, რომელიც  დაისახა მიზნად სამინისტრომ ამ მოკლე ხანში და არაფრის დიდებით ნუ იქნება უკან დაბრუნების მცდელობა. ამიტომ, მე ვაფრთხილებ ყველას,  ნუ დაბრუნდებით უკან,  რაზეც ჩვენ უარი ვთქვით რამოდენიმე წლის წინ. მე არსად არ მივდივარ, სპორტულ მუშაობას  ვაგრძელებ, შეიძლება ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებისთვის მოვემზადო",-განაცხადა ლევან ყიფიანმა.

შეგახსენებთ, ლევან ყიფიანმა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტი დღეს დატოვა. ამის მიზეზად მან, სპორტის კომიტეტის წევრების მიერ  მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები დაასახელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics