|
2015-04-29 11:00:45, 469 ნახვა
პოლიტიკა
რადიო „თავისუფლება“: რიგის სამიტი, სავარაუდოდ საქართველოს გააწბილებს
„რიგის სამიტი, სავარაუდოდ, გააწბილებს საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რადიო „თავისუფლება“. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირის განცხადების პროექტი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისთვის მომზადდა, არ ითვალისწინებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაგზე საქართველოს, მოლდოვეთისა და უკრაინის მნიშვნელოვან წინსვლას. „ ევროკავშირის განცხადების პროექტი, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტისთვის მომზადდა, არ ითვალისწინებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის მნიშვნელოვან წინსვლას. განცხადების პროექტი ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა მოიპოვა. ტექსტში არ არის ნახსენები კონკრეტული ზომები ინტეგრაციის გზაზე, თუმცა დადასტურებულია „თითოეული პარტნიორის სუვერენული უფლება“, აირჩიოს, რა ამბიცია და მიზნები აქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში. ტექსტი გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე ვილნიუსის დეკლარაცია, რომელიც ლიტვაში 2013 წლის სამიტზე მიიღეს. საქართველომ, ისევე როგორც მოლდავეთმა და უკრაინამ, 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, მოსკოვის უარყოფითი პოზიციის მიუხედავად. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, განცხადების პროექტი გაუგზავნეს აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ქვეყნებს, რიგის სამიტამდე შესაძლო ცვლილებების შესათავაზებლად. სამიტი 21-22 მაისს გაიმართება“,-ნათქვამია სტატიაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)