|
2017-09-20 10:10:48, 2258 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე დიღმის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სოფელ დიღმის და დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა და მათ ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო. კახა კალაძე სოფელ დიღმის მცხოვრებლებს მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობას დაჰპირდა და განუცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში პროექტის განსახორციელებლად 22 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. „ეს საკმაოდ ძვირადღირებული და მასშტაბური პროექტია, თუმცა გადაწყდა, რომ ის მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება შეტანილი და მის განსახორციელებლად 22 მილიონი ლარი დაიხარჯება. მე გაძლევთ პირობას, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იქნება მოგვარებული“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა. კახა კალაძემ ყურადღება რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზე, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის ჩანაცვლებასა და განვითარებაზე გაამახვილა. მისი თქმით, 4 წლის განმავლობაში ქალაქში 700 ახალი ავტობუსი შემოვა, ქალაქის სხვადასხვა რაიონებს დაემატება სამარშუტო ხაზები და გაიზრდება მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ეკოლოგიური გამოწვევების დაძლევას, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკას. მისივე თქმით, ქალაქს კიდევ 30-მდე საბავშვო ბაღი შეემატება, ხოლო თბილისის რაიონებში მულტიფუნქციური მუნიციპალური სპორტკომპლექსები აშენდება, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. კახა კალაძესთან ერთად მოსახლეობას საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ ცინცაძეც შეხვდა, რომელიც ამომრჩეველს არსებული საჭიროებების დაკმაყოფილებაში მაქსიმალურ მხარდაჭერას და გუნდთან ერთად თბილისის განვითარებაზე აქტიურ მუშაობას დაჰპირდა.
(NS)
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)