|
2015-04-29 10:37:20, 535 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს და გენერალური მდივნის კაბინეტის უფროსს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილ ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, კაბინეტის უფროსს სუზანა მალკორას შეხვდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა ასევე შეხვედრა გამართა გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის პრეზიდენტ სემ კაჰამბა კუტესასთან. საგარეო საქმეთა მინისტრმა ასამბლეის პრეზიდენტსა და გენერალური მდივნის კაბინეტის უფროსს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, მოსკოვსა და სოხუმის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. "ხელშეკრულებების“ და ამ ხელშეკრულებებიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასევე 69-ე სესიის ფარგლებში საქართველოს გეგმებსა და პრიორიტეტულ საკითხებს. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გაეროს შტაბ-ბინაში 1 მაისს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)