|
2017-09-13 03:04:25, 2256 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი დღეს ლვოვს დატოვებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ლვოვიდან ჩერნოვციში გაემგზავრება, - ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" ყოფილი გუბერნატორის პრესმდივანზე დარია ჩიჟზე დაყრდნობით იუწყება. "დღეს მიხეილ სააკაშვილი ჩერნოვციში 18:00 საათზე, ცენტრალურ მოედანზე იქნება", - აღნიშნა პრესმდივანმა. მას არ დაუკონკრეტებია როდის და როგორ გაემგზავრება სააკაშვილი. ყოფილი პრეზიდენტის პარტიის პრესმდივანმა მარიანა პოშტარმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი ჩერნოვციში გამგზავრებამდე ლვოვში გამომცემლების ფორუმზე დასწრებას გეგმავდა. თავის მხრივ, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით სამართალდამცველები დამატებით ზომებს არ მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)