|
2017-09-13 01:32:58, 2082 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ბულგარეთში იმყოფებოდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკიტხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუაო ვიზიტით ბურლგარეთში იმყოფებოდა. მინისტრი ბულგარეთის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს ეკატერინა ზახარიევას შეხვდა. "ბულგარეთი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს მხარდამჭერი ევროპულ გზაზე. ვთვლით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე წარმატებული ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, იმსახურებენ ევროპულ პერსპექტივას. ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური გზავნილი, რომ რეფორმის განხორციელების პროცესს აფასებენ. მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა არის ბულგარეთის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი და ჩვენ მუდმივად ვიქნებით ასეთი ქვეყნების მხარდამჭერი, რადგანაც ეს არის აუცილებელი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“,-განაცხადა ზახარიევამ. შეხვედრა 11 სექტემბერს ბულგარეთში, სოფიაში, სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა ბულგარეთს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების წარმატებული შეფასებისთვის. 11 და 12 სექტემბერს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, ასევე, შეხვედრები გამართა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ათანას ზარიანოვთან, ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ჯემა გროზდანოვასთან, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ პოპოვთან, და ბულგარეთის პარლამენტის ევროპული საკითხებისა და ევროპული ფონდების კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარესთან კრისტიან ვიგენენთან. შეხვედრებზე საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი და პერსპექტივები განიხილეს. ბულგარეთის მხარის მიერ აღნიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული განხორციელება, რაც, მისივე თქმით, კიდევ უფრო აახლოვებს საქართველოს ნატოსთან. ათანას ზარიანოვმა დაადასტურა ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ინტეგრაციის პროცესში და განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მიერ ევროკავშირისა და ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებსა და მისიებში შეტანილი წვლილი.“თქვენი კონტრიბუცია არის უდიდესი. საქართველო იქცევა, როგორც ალიანსის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. თქვენ იმსახურებთ კიდევ უფრო მეტ პრაქტიკულ მხარდაჭერას ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან “-განაცხადა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. გამოითქვა იმედი, რომ სამიტის გადაწყვეტილებებში აისახება ინიციატივის მონაწილე წარმატებული ქვეყნების პოლიტიკური მხარდაჭერა და კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული ინსტრუმენტი ევროკავშირთან დასაახლოებლად. ბულგარეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. მხარეებმა, აგრეთვე, განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. (NS)
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)