|
2017-09-12 05:09:40, 2542 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: ჩემი მიზანი არაა პრეზიდენტობა ან პრემიერობა - ეს პოროშენკომ შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი მიზანი უკრაინის პრეზიდენტობა არაა. როგორც სააკაშვილმა ლვოვში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, მას ქვეყნის ხელისუფლებაში ახალი ხალხის მიყვანა სურს. "მეკითხებიან, ტიმოშენკოსთან ერთად ვქმნი თუ არა ახალ პარტიას. დიდი მადლობელი ვარ, რომ გამოიჩინეს სოლიდარობა და მთელი დღის განმავლობაში იბრძოდნენ ჩემთან ერთად. არ შემიძლია ამისთვის მადლობა არ გადავუხადო ტიმოშენკოს, სხვა დეპუტატებს, მაგრამ ამავდროულად მთავარი იყო ათასობით ადამიანი, რომელიც იქ მოვიდა. მათთან ერთად ვიმოქმედე. ზოგი მეუბნება ამასთან ნუ დაჯდები, იმასთან ნუ დაჯდებიო, მე დავჯდები უკრაინელ ხალხთან ერთად. ჩემი მიზანი არ არის არც უკრაინის პრეზიდენტობა, არც პრემიერობა - ეს ადრე პოროშენკომ შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი, მე ამის მიზანი არ მაქვს. ჩემი მიზანია, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ახალი ხალხი მოვიდეს, რომელიც შეცვლის ქვეყანას. ამ ხალხს შევაგროვებ მთელი უკრაინის ტერიტორიაზე. არც თუ ისე ხანში შესული ვარ, მაგრამ უნდა მოვიყვანოთ ახალი ხალხი, ახალგაზრდობა, რომელიც პინჩუკს და მის ნაირებს არ მოუსმენს და არ შეუშინდება", - მიმართა ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)