04:53 - 29 Jun, 2026
|
2017-09-12 03:43:47, 2323 ნახვა
მსოფლიო
მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-დე გაიზარდა
მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ 112.ua იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტს მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუის ვიდეგარაი ადასტურებს. საგარეო უწყების ცნობით, შტატებში - ოახაკა, ჩიაპასი და ტაბასკოში სტიქიამ ასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მან ამერიკელ კოლეგებს აცნობა, რომ აშშ-ში მყოფი მაშველების ჯგუფის უკან გამოთხოვა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს მექსიკაში მიწისძვრა მოხდა. მისი სიმძლავრე 8.2 მაგნიტუდას შედგენდა. გარდა ამისა, მიწისქვეშა ბიძგებმა 1-მეტრიანი ცუნამი გამოიწვიეს. ქვეყნის პრეზიდენტის ენრიკო პენია ნიეტოს შეფასებით, აღნიშნული მიწისძვრა ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)