|
2017-09-12 03:35:27, 2449 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში, ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით 63 ადამიანი დააკავეს
თურქეთში ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 63 ადამიანი დააკავეს, აქედან 45 დაზვერვის ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელია, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სპეცოპერაცია ერთდროულად ქვეყნის 21 პროვინციაში ჩატარდა. გარდა ამისა, 9 ეჭვმიტანილი უკვე დააპატიმრეს. მედიის ცნობით, პარალელურად კი, სტამბოლის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დაკავებული ოპოზიციურ გაზეთ “ჯუმურიეთის” 5 თანამშრომელი, რომელთაც ფეთჰულა გიულენის მოძრაობისა და ქურთების მუშათა პარტიასთან კავშირის გარდა, თურქეთის მიერ სირიელი ჯიჰადისტებისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით მასალები ჰქონდათ გამოქვეყნებული. მომდევნო მოსმენა სასამართლოში 25 სექტემბერს გაიმართება. სიტყვის თავისუფლების დასაცავად, სტამბოლის სასამართლოსთან მანიფესტაცია გაიმართა, რომელსაც რიგით მოქალაქეებთან ერთად, მედიის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი დეპუტატებიც ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ მასობრივი დაპატიმრებები და თანამშრომლების დათხოვნა დაიწყო. ცნობისთვის, აღნიშნული პუტჩის დროს 250 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 200 ადამიანი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)