20:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 02:11:54, 3155 ნახვა

ეკონომიკა
„Elit Home“ – „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია

„ელიტ ელექტრონიქსი“ „Elit Home”-ის ბრენდის ქვეშ მომხმარებელს ახალი კონცეფციის მაღაზიას სთავაზობს.

პირველად საქართველოში თქვენ შეგიძლიათ მაღაზიაში ჩართოთ და გამოსცადოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მხოლოდ შემდეგ გააკეთოთ არჩევანი მის შეძენაზე. ტექნიკის გამოცდაში თქვენ „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღალკვალიფიციური კონსულტანტი დაგეხმარებათ, იგი დეტალურად გაგაცნობთ პროდუქტის ტექნიკურ და ფუნქციონალურ მახასიათებლებს.

„Elit Home”-ის პირველი მაღაზია ქალაქ ბათუმის ახალ მოლში, ტ. აბუსერიძის ქუჩაზე გაიხსნა. „ელიტ ელექტრონიქსი“ გახსნასთან დაკავშირებით მომხმარებელს 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების  მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bosch, Gorenje, Samsung, Philips, Delonghi, Graetz და სხვა. „ელიტ ელექტრონიქსი“ გახლავთ Bosch-ის, და Gorenje-სა ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში, ხოლო Samsung-ის ოფიციალური ავტორიზებული პარტნიორი.

“ელიტ ელექტრონიქსი” საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 21 წელია მოღვაწეობს და მისი მიზანია მომხმარებლებს მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია, ასევე შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესაძენად, გაუწიოს მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ბაზარზე მუდამ ინოვაციური პროექტებით წარსდგეს.

 

(R)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics