|
2017-09-11 07:47:00, 2510 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პოლიციაში უარყოფენ, რომ მიხეილ სააკაშვილს პასპორტი „მოიპარეს“
უკრაინის ეროვნული პოლიცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს პასუხობს. როგორც პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათ ოდესის ყოფილი გუბერნატორის პასპორტი "არ მოუპარავთ". "განცხადება იმის თაობაზე, თითქოს ჩვენ ამოვიღეთ სააკაშვილის პასპორტი "შეგენის" სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე სიმართლეს არ შეესაბამება. ასე, გაკეთებული განცხადება პასპორტის ამოღებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება იმ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანას მოსდევდა. ადგილზე პოლიცია მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავდა და არავის პასპორტი არ ამოუღია", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ლვოვში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საზღვარზე მას პასპორტი მოპარეს და ამაში უკრაინელი სამართალდამცველები დაადანაშაულა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)