21:51 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-11 07:32:50, 2360 ნახვა

ეკონომიკა
„ტერაბანკის“ ვაკის ფილიალი განახლდა

დღეს ფინანსური სახლის კონცეფციის მიხედვით ტერაბანკის კიდევ ერთი ფილიალი განახლდა.

ვაკის ფილიალმა შეიცვალა ადგილმდებარეობა და უკვე დღეიდან საბანკო მომსახურების მიღება სახლის მსგავს გარემოში ჭავჭავაძის გამზირზე, 33 ნომერში შეგიძლიათ.

„ჩემი ფინანსური სახლი“ - ეს არის ტერაბანკის საკომუნიკაციო მესიჯი. სწორედ ამიტომ, ბანკში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მომხმარებლებმა სწრაფი და მაღალი ხარისხის საბანკო მომსახურება კომფორტულ და მყუდრო ფილიალებში მიიღონ. რბილი ავეჯი და თბილი ფერები, ნამდვილად გამოარჩევს ტერაბანკს ჩვეულებრივი საბანკო ოფისებისგან, თუმცა აქ მთავარი თანამშრომელთა მომსახურებაა, რომლებიც ორიენტირებულები არიან მომხმარებლების დროის დაზოგვასა და საბანკო საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაზე.

ტერაბანკი უკვე 18 წელია რაც ბაზარზეა, თუმცა ტერაბანკის სახელით მხოლოდ რებრენდინგის შემდეგ პოზიციონირდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა ფილიალის ფინანსური სახლის კონცეფციის მიხედვით განახლება. ქსელი ფართოვდება და ემატება ახლებიც.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics