|
2017-09-11 07:29:28, 2366 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საზღვარზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის არტიომ შევჩენკოს ინფორმაციით, ნაციონალური პოლიცია საზღვარზე მომხდარ ინციდენტს 2 მუხლით იძიებს. როგორც შევჩენკომ აღნიშნა, ამჟამად პირველადი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. "წარმოება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გავლით პირთა არაკანონიერი გადაყვანა) და 342-ე მუხლის მეორე ნაწილით, , რომელიც სამართალდამცავი ორგანოსა ან სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლისთვის მის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს", - განაცხადა შევჩენკომ. მედია საშუალების ინფორმაციით, ყველაზე მკაცრი სასჯელი, რომელიც სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტებს ემუქრებათ, არის თავისუფლების აღკვეთა 3-დან 7 წლამდე. გარდა ამისა, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის პრესმდივნის ოლეგ სლობოდინის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს სამართალდამცავებისა და სამხედროებისთვის სხეულის დაზიანებისთვის 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)