21:49 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-11 06:17:57, 2200 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: უკრაინის პოლიციამ ავტობუსში ჩხრეკა ჩაატარა და პასპორტი მომპარა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მას გუშინ უკრაინის საზღვარზე პასპორტი მოპარეს.

როგორც სააკაშვილმა ლვოვში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პასპორტი უკრაინის პოლიციამ მოპარა.

"გუშინ მოვედი და უკრაინის საზღვარი გადმოვკვეთე. ამ დროს ლეგალურად გადავკვეთე პოლონეთის საზღვარი. მათ მივაწოდე ჩემი პასპორტი და პოლონელმა მესაზღვრეებმა შტამპი ჩამირტყეს. შემდეგ გადავედი უკრაინის მესაზღვრეებთან და მათაც მივაწოდე პასპორტი, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. მათ პასპორტი არ გამომართვეს. მითხრეს, რომ თქვენს პასპორტს არ ავიღებთ. ამის შემდეგ, ხალხმა პრაქტიკულად ხელში ამიყვანა, ისე, რომ არც მკითხეს და უკრაინის ტერიტორიაზე შემიყვანეს. ამ დროს პასპორტი ავტობუსში დავტოვე. მოვიდა პოლიცია, ავტობუსში ჩხრეკა ჩაატარა და მოიპარა ჩემი პასპორტი. ახლა ჩემი პასპორტი მათ აქვთ. დღეს დილით ჩემი ადვოკატი უკრაინის საიმიგრაციო სამსახურში მივიდა, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს და მიიტანა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც მე უნდა ვიყო დაცული უკრაინის ხელისუფლებისგან", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფება.

" ვაპირებ ბრძოლა სასამართლოში გავაგრძელო და ეს იქნება ჩემი სარჩელი უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ. ვერ ვხვდები რა საჭირო იყო გუშინდელი ისტერიკა. მინდოდა ყველა შესაბამისი პროცედურა კანონიერად გამევლო, მაგრამ ამის საშუალება გუშინ არ მომცეს", - აღნიშნა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics