|
2015-04-28 13:27:29, 450 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: ელგუჯა ხოკრიშვილის სახით, მთავრობას პატიოსანი, მშრომელი მინისტრი გამოგვაკლდა
ელგუჯა ხოკრიშვილის სახით, მთავრობას ძალიან წესიერი, პატიოსანი, მშრომელი მინისტრი გამოგვაკლდა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გარემოს დაცვის მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ თანამდეობის დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. „მე ვიტყოდი, რომ ელგუჯას სახით მთავრობას გამოგვაკლდა ძალიან წესიერი, პატიოსანი, მშრომელი მინისტრი, მაგრამ მას მინდა ვუსურვო ბედნიერება, წარმატება და უფრო პირად ფრონტზე, მან თქვა, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანია და ამ კუთხით მიიღო დღეს ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. რაც შეეხება მთავრობისთვის შესაძლო ხელახალი ნდობის გამოცხადების საკითხს, წულუკიანის თქმით, თუ ეს საკითხი დადგა, იგი არ ფიქრობს, რომ რაიმე სანერვიულო იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი მთავრობა პროფესიონალებით ვერ დაკომპლექტდება. ცნობისთვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ–მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა. როგორც ხოკრიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მან ეს გადაწყვეტილება საზღვარგარეთ წასვლის გამო მიიღო, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)