21:48 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-09 09:40:33, 2347 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე მხარდამჭერებს: შეგიძლიათ მოხვიდეთ ნებისმიერ დროს, მოგვაწოდოთ თქვენი იდეები და ხედვები - მზად ვართ, გავიზიაროთ

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მოქალაქეებს, რომელთაც თბილისის განვითარებაში მონაწილეობის სურვილი აქვთ, თანამშრომლობას სთავაზობს.

როგორც კახა კალაძემ მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე განაცხადა,  მოქალაქეების მხრიდან ბევრი სატელეფონო ზარი და შეტყობინება განხორციელდა, რომლებიც ინტერესდებიან, თუ როგორ შეიძლება ჩაერთონ იმ პროცესებში, რაც თბილისის განვითარებისთვის უნდა დაიწყოს და სად შეიძლება წარადგინონ საკუთარი იდეები ამ მიმართულებით.

„ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა თბილისის გულშემატკივართა თავშეყრის ადგილი, სადაც მოვლენ ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ ქალაქის განვითარებაში. ეს ადგილი იმუშავებს ყოველდღიურ რეჟიმში, შეგიძლიათ მოხვიდეთ ნებისმიერ დროს, მოგვაწოდოთ თქვენი იდეები, ხედვები - ჩვენ მზად ვართ, გავიზიაროთ“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ დედაქალაქის მერის პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ამ ბრძოლაში მარტო არ არის.

რუსთაველის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა, რომელსაც თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics