02:22 - 29 Jun, 2026
|
2017-09-09 04:52:51, 3135 ნახვა
მსოფლიო
უკრაინელი დეპუტატი: თემურ მახაური სირიაში ასადის წინააღმდეგ იბრძოდა
უკრაინის რადიკალური პარტიის წევრის, დეპუტატ დმიტრი ლინკოს ინფორმაციით, კიევში, ავტომობილის აფეთქების შედეგად დაღუპული თემურ მახაური სირიაში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ იბრძოდა. როგორც ლინკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, 2009 წელს მახაურს რამზან კადიროვის ხალხი დაესხა თავს. „თემური სირიაში ასადის წინააღმდეგ იბრძოდა და ბრძოლაში დაიჭრა. 2009 წელს კადიროვის ხალხმა თბილისში მისი მოკვლა სცადა, თუმცა არ გამოუვიდათ. დღეს ის როგორც მებრძოლი, ისე დაიღუპა“, - წერს ლინკო. დეპუტატმა ასევე ფოტოსურათი გამოაქვეყნა, სადაც თემურ მახაური უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის დააჯილდოვეს. მისივე თქმით, ის დონბასშიც იბრძოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)