20:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 09:08:02, 2687 ნახვა

ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი კომპანია ფართოვდება

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასმელი წყლის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანია, შპს „აქვა გეო“ ფართოვდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით კომპანია ახალი საწარმოს აშენებას და უახლესი მანქანა დანადგარებით აღჭურვას გეგმავს. 

შპს „აქვა გეოს“ ახალი მინერალური საწარმოს ბრენდირებულ პროდუქტს  „მინერალური წყალი კობი“ დაერქმევა, რომელიც 2018 წლის ივნისიდან გამოჩნდება ადგილობრივ ბაზარზე.  წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად კომპანია საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს. კომპანიაში  ამჟამად 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ხოლო ახალი საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე დამატებით 85 ადამიანი დასაქმდება.

„აქვა გეო“, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში,  სოფელ კობში საწარმოს ააშენებს, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს. ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  35 მილიონ ლარზე მეტია. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის ფარგლებში არაალკოჰოლური სასმელების საწარმოს მშენებლობისთვის  კომპანიას ყაზბეგის რაიონის სოფელ კობში მდებარე მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics