|
2017-09-08 04:10:39, 2516 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: თუ სამხედრო ძალის გამოყენება მოგვიწია, ეს ჩრდილოეთ კორეისთვის სევდიანი დღე იქნება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება არასასურველია, თუმცა ეს ვარიანტი რეალურია, - ამის შესახებ CNBC იუწყება. როგორც ტრამპმა ქუვეითის ემირთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ფხენიანის მიერ ბირთვული რაკეტების გამოცდების გაგრძელება დაუშვებელია და ის უნდა შეწყდეს. "მირჩევნია, რომ სამხედრო გზით არ მოგვიწიოს წასვლა. თუმცა, ასეთი ვარიანტიც გამორიცხული არ არის. თუ მოგვიწია სამხედრო ძალის გამოყენება, ეს სევდიანი დღე იქნება ჩრდილოეთ კორეისთვის", - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მედია საშუალების ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული ბომბის გამოცდის გამო საგანგებო სხდომა გამართა. დაგეგმილია კიდევ ერთი სპეციალური რეზოლუციის პროექტის მიღებაც.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)