00:59 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 03:52:41, 2612 ნახვა

მსოფლიო
ISIS-ის ე.წ. ომის მინისტრი გულმუროდ ხალიმოვი ლიკვიდირებულია

რუსეთის ავიაციამ სირიის ქალაქ დეირ-ეზ-ზორთან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სამეთაურო პუნქტი დაბომბა, რის შედეგადაც დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპული ISIS-ის ე.წ. ომის მინისტრი გულმუროდ ხალიმოვია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავიაიერიშებს სულ 40-მდე ისლამისტი ემსხვერპლა. უწყებაში აცხადებენ, რომ იერიში მას შემდეგ მიიტანეს, რაც მათთვის დაჯგუფების მეთაურების თათბირის ჩატარების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

ცნობისთვის, გულმუროდ ხალიმოვი, მეტსახელად ალ-ტაჯიკი, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში 2015 წელს გაწევრიანდა. ტაჯიკეთში მას სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი და მასზე ძებნა გამოცხადდა. გასულ წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხალიმოვის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 3 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. ალ-ტაჯიკი „ისლამური სახელმწიფოს“ საველე მეთაური თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შემდეგ გახდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics