02:13 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-07 09:17:51, 2420 ნახვა

მსოფლიო
ISIS-ი ბრიტანეთსა და ევროპის კონტინენტზე ახალ ტერაქტებს გეგმავს

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო", დიდ ბრიტანეთსა და ევროპის კონტინენტზე ახალ ტერაქტებს გეგმავს, - ამის შესახებ Telegraph თალიბანის სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაჯგუფების ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ცოცხალია და ახალ თავდასხმებს გეგმავს.

ცნობისთვის, 4 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა სპეციალური გაფრთხილება. ამერიკელი ექსპერტების აზრით, ყველაზე სუსტ წერტილებად ის ქალაქები რჩება, რომლებიც ტურისტებისთვის პოპულარულია.

1 სექტემბერს, საერთაშორისო კოალიციის სარდალმა სტეფენ თაუნსენდმა განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი, აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი სავარაუდოდ ცოცხალია.

შეგახსენებთ, რომ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 16 ივნისს გაავრცელა. თავად "ისლამურმა სახელმწიფომ" ეს ცნობა დაადასტურა, თუმცა შემდგომ ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ალ-ბაღდადი კვლავ ცოცხალი იყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics