|
2017-09-07 06:48:04, 2276 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: პირველი 8 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა საგადასახდელო ბალანსის კუთხით
სახელმწიფო ხაზინის მხრიდან კომერციულ ბანკებში განთავსებულ თანხებს მთლიანი ფულის მოწოდებაზე ზეგავლენა არ ჰქონია, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ კომერციულ ბანკებში დეპოზიტების განთავსების საკითხზე. „პარლამენტის სხდომა გუშინ დაიწყო სპეკულაციით, თუმცა სხვა მოლოდინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისგან არ არსებობს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, მივაწოდოთ სრული ინფორმაცია - ხაზინის მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებულ თანხებზე. დღეს ფულადი ბაზარი ისეა მოწყობილი, როგორც ზიარჭურჭელი და იმავე მოცულობის თანხით, რამდენიც ხაზინის მხრიდან განთავსდა კომერციულ ბანკებში, პრაქტიკულად, შემცირდა რეფინანსირება ეროვნული ბანკიდან. შესაბამისად, ამას არ ჰქონია ზეგავლენა მთლიან ფულის მიწოდებაზე,“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო ხაზინის ფულადი სახსრების მართვის ეფექტიანობის ზრდისთვის აღნიშნული რეფორმის მნიშვნელობას. „მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, ლარიზაციისათვის ახალი ინსტრუმენტების გაჩენა. გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ფულადი სახსრების მართვასთან დაკავშირებით, გამოწვეული იყო სწორედ ახალი ლიკვიდური ინსტრუმენტის გაჩენით და ლარის მასის მიწოდებით, რომელიც საბოლოო ჯამში, უნდა მოხვდეს ჩვენს მოსახლეობასთან, კონკრეტულად იმ კომპანიებთან, რომლებსაც ეროვნულ ვალუტაში ესაჭიროებათ სესხი, რათა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდოს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, პირველი 8 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა საგადასახდელო ბალანსის კუთხით. „ძალიან კარგად გვეზრდება ტურიზმი, ექსპორტი და ფულადი ჩარიცხვები, ჯამურად უცხოური ვალუტის შემოდინება 700 მლნ დოლარით არის გაუმჯობესებული, რაც დადებით ზეგავლენას ახდენს კურსის სტაბილურობაზე. თვითონ სტაბილურობას რაც შეეხება, ჩემი დაკვირვებით, ეს არის სეზონური მოვლენა. თუ ჩვენ დავაკვირდებით, 15-20 აგვისტოს პერიოდიდან დაიწყო აღნიშნულმა გამოვლინება, რაც დამახასიათებელია ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა მე ამ წუთში ვაფასებ ამას, როგორც ერთჯერად გამოვლინებას და რომელმაც უკვე გადაიარა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)