|
2017-09-06 08:51:10, 2384 ნახვა
მსოფლიო
რექს ტილერსონი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე შესაძლოა, ნიკი ჰეილიმ შეცვალოს
გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა ელჩა ნიკი ჰეილიმ შესაძლოა ქვეყნის სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონი შეცვალოს, - ამის შესახებ Foreign Policy სახელისუფლებო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მსგავსი მოსაზრების მიზეზი ის გახდა, რომ რექს ტილერსონი საზოგადოების წინაშე სულ უფრი იშვიათად ჩნდება. ამასთან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რამდენიმე ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რექს ტილერსონი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე არ აკეთებს კომენტარს, როგორიცაა მაგალითად ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პირველი დიპლომატი შტატ ტეხასშია ჩასული და ქარიშხალ "ჰარვის" პრობლემატიკაზეა გადართული. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ რექს ტილერსონი აქტიურად მუშაობს და კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის დაძაბვის შემდეგ მან სატელეფონო საუბრები იაპონელ, სამხრეთ კორეელ და რუს კოლეგებთან გამართა. მედიის ცნობით, რექს ტილერსონის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია ივლისის ბოლოს გავრცელდა. შესაძო გადადგომის მიზეზად ადგილობრივმა მედიამ რექს ტილერსონსა და დონალდ ტრამპს შორის არსებული უთანხმოება დაასხელა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)