|
2015-04-27 18:06:24, 550 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ნურსულთან ნაზარბაევს ყაზახეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნურსულთან ნაზარბაევს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. „გულითადად გილოცავთ უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობაზე - ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას. ყაზახეთის მოსახლეობის ერთობა, რომელიც წარმოჩინდა საკმაოდ მაღალი აქტივობით არჩევნებზე, წარმოადგენს არა მხოლოდ ხალხის სასარგებლოდ თქვენი მრავალწლიანი დაუღალავი შრომის, არამედ ასევე თქვენ მიერ ყაზახეთის ყოველმხრივი განვითარებისათვის დასახული მიზნების უპირობო მხარდაჭერას. თქვენი, როგორც ბრძენი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის გამოცდილების გათვალისწინებით, ყაზახეთის ხალხმა, ეჭვგარეშეა, არჩევანი გააკეთა მშვიდობის, სტაბილურობისა და ყაზახეთის მოქალაქეთა და სრულიად რესპუბლიკის მომავალი კეთილდღეობისათვის. იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობის გაძლიერება, მომავალშიც იქნება თქვენი ყურადღების საგანი. ბატონო პრეზიდენტო, ვსარგებლობ რა მოცემული შესაძლებლობით, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ წარმატება თქვენს ყველა წამოწყებაში თქვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)