15:52 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 12:03:57, 2070 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: შესაბამისი ღონისძიებებიგანხორციელდება, რათა თბილისი ინკლუზიური ქალაქი გახდეს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ თბილისი ინკლუზიური ქალაქი გახდეს, შესაბამისი ღონისძიებებიგანხორციელდება.

ამის შესახებ მან ქალაქის სოციალურ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა და საზოგადოებას ამ მიმართულებით საკუთარი ხედვა გააცნო.

„ჩვენ 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ. მახსოვს წლები, როდესაც უფულობოს, უსახსრობის გამო, ადამიანები სამწუხაროდ, საოპერაციო მაგიდებზე იღუპებოდნენ, თუმცა დღეს, ძალიან განსხვავებული რეალობა გვაქვს, რადგან ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დაზღვეულია“, - განაცხადა კახა კალაძემ და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, აუცილებლად გაგრძელდება, დაიხვეწება და გაფართოვდება ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამები. ასევე, მოხდება სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის გაძლიერება და მისი ავტოპარკის განახლება.

„მერია იზრუნებს შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანების უზრუნველყოფაზე ღირსეული საცხოვრებლით; ძალიან აქტუალურია ქალაქის ინფრასტრუქტურის ადაპტირების საკითხი შშმპ-ებისთვის; განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა თბილისი გახდეს ინკლუზიური ქალაქი.უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვადასხვა ობიექტების ადაპტირება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა ქალაქის განვითარების პროგრამული ხედვის პრეზენტაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართა.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics