06:05 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 03:23:23, 1045 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დილიდან ხულოში იმყოფება, სადაც შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილის 6 საათისთვის განახლდა.

ამ დროისათვის 3 ჰექტარ ტერიტორიაზე 4 ხანძრის კერაა. მიუვალობის გამო სამაშველო ტექნიკა ხანძრის კერამდე ვერ მიდის. ადგილზე მობილიზებულია ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო სამშაველო ბრიგადებისა და სატყეო სამსახურების 200-მდე თანამშრომელი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივებიც არიან ჩართულები.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვება ვერტმფრენი, რომლის დახმარებით მოხდება ხანძრის კერების შესწავლა და საჭირო სალიკვიდაციო სამუშაოების გასაგრძელებლად რეკომენდაციების გაწევა, ასევე სამაშველო ბრიგადებისთვის დამხმარე ხელსაწყოებისა და ინვენტარების მიწოდებაც.

"მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. 200-მდე ადამიანი უკვე გასულია უშუალოდ ლოკაციების ადგილებთან. აქ მობილიზებულია სამაშველო სამსახურები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფი, ასევე გარემოს დაცვის სამსახურები. მოსახლეობა, მთავრობა, ყველანი აქ ვართ. ძალიან მალე მოხერხდება ვერტმფრენის ამოფრენა. მოხდება საჰაერო დათვალიერება. ვფიქრობ, ჩვენი ძალებით მოვახერხებთ ცეცხლის ჩაქრობას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია დღეს ამ სამუშაოებში", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics