19:54 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-03 08:54:58, 3827 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ცაგერის მერობის კანდიდატი ავთანდილ უგრეხელიძე იქნება

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცაგერისმერობის კანდიდატი ავთანდილ უგრეხელიძე იქნება. ის მხარდამჭერებს დღეს პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში წარუდგინა.

როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, თვითმართველობის გაძლიერების მიზნით ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა რეგიონში არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადაიჭრას.

„ბუნებრივია,ვაცნობიერებთ, რომ როგორც ყველგან, ცაგერის მუნიციპალიტეტშიც უამრავი პრობლემაარსებობს. სწორი პოლიტიკით, რასაც მთავრობა თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით ახორციელებს, ჩვენს ენერგიასა და ძალისხმევას მოვახმართ იმას, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად გადაიჭრას და ძლიერი თვითმართველობაშევქმნათ, რაც ძლიერი საქართველოს წინაპირობაა“, - განაცხადა ავთანდილ უგრეხელიძემ.

პრემიერ-მინისტრმა დღეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.

ამბროლაურში მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე იქნება, ონში - ემზარ საბანაძე, ცაგერში - ავთანდილ უგრეხელიძე, ხოლო ლენტენხში - ბადრი ლიპარტელიანი.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics