14:41 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 04:45:01, 2137 ნახვა

კომენტარი
გიორგი (ბახალა) გიორგანაშვილი: კუთვნილ ტელეფონს, რომელიც დაკავებისას ჩამომართვეს, დღემდე არ მიბრუნებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე, პოლიციელები დაიკითხებიან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათ ჩაატარეს ჩხრეკა და ამოიღეს ნივთმტკიცება.

თავად ბრალდებული კი, ამბობს, რომ აღნიშნულ პიროვნებებს ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ.

„ვფიქრობ კითხვის ნიშნები უკვე გაუჩნდა მოსამართლეს, იმ მასალებიდან გამომდინარე რაც საქმეშია. ფოტოებიდან ვიცით ვინც არის ადამიანი, რომელმაც ჩხრეკა ჩაატარა, თუმცა ორი მოწმე ამტკიცებს, რომ მათ ამოიღეს ნივთმტკიცება ჯიბიდან. მათ ჩემი ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ“, - აღნიშნა გიორგი გიორგანაშვილმა.

მან ასევე გაიხსენა პატიმრობაში ყოფნის ექვსთვიანი პერიოდი და განაცხადა, რომ მისი იზოლირება ხდებოდა.

ამასთან, როგორც გიორგანაშვილმა აღნიშნა, დაკავებისას ჩამორთმეულ კუთვნილ ტელეფონს დღემდე არ უბრუნებენ.

მსახიობი აცხადებს, რომ საქმეში არსებობს ყველა მტკიცებულება, რათა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics