23:43 - 28 Jun, 2026
|
2017-08-30 09:20:24, 2870 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: ჟურნალისტი ანა კურბატოვა რუსეთში იქნება დეპორტირებული
რუსული პირველი არხის ჟურნალისტი ანა კურბატოვა რუსეთში იქნება დეპორტირებული, - ამის შესახებ Tass იუწყება. როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივნის ელენა გიტლიანსკა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ამ დროისთვის ჟურნალისტის საბუთების გაფორმება მიმდინარეობს. "რუს პროპაგანდისტ ანა კურბატოვას იძულების წესით სამშობლოში დააბრუნებენ. უკრაინა სამართლებრივი სახელმწიფოა. ამ ეტაპზე დოკუმენტების გაფორმება მიმდინარეობს, რათა მისი გაძევება ოფიციალურად მოხდეს“, - წერს გიტლიანსკა. მანამდე რუსეთის პირველმა არხმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მისი ჟურნალისტი ანა კურბატოვა კიევში გაიტაცეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)