|
2015-04-27 11:11:03, 409 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ელჩი დღეს ნეპალში ჩავა
„საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინდოეთში, ტაილანდში, შრი-ლანკაში, ბანგლადეშსა და ნეპალში ლევან ნიჟარაძეს სტიქიის ზონაში დღეს ელოდებიან“,-ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამინისტროს ჯერჯერობით არა აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეებს რამე საფრთხე ემუქრებათ. „ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეებს რამე საფრთხე ემუქრებათ, რა თქმა უნდა მათ სჭიდებათ დახმარება, შველა რომ გავარიდოთ სტიქიის ზონიდან. ჩვენ ასევე გვაქვს კავშირი ზოგიერ მათგანთან, ნეპალში არის გაერო-ს ოფისი, სადაც ორი ქართველი მუშაობს და მათგანაც კომუნიკაცია დამყარებულია“,-განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ. ცნობისთვის, ნეპალის დედაქალაქის კატმანდუს მახლობლად პირველი ძლიერი 7.9 ბალიანი მიწისძვრა შაბათს მოხდა, ბოლო მონაცემებით სტიქიის შედეგად, დაღუპულთა რიცხვმა 3 ათასს გადააჭარბა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)