17:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-27 09:23:22, 2884 ნახვა

სამართალი
შსს-ს ქბრბ ჯგუფი ავზში დაბინძურებული წყლის უტილიზაციას აწარმოებს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის - „მი-8" - ს ავარიული დაშვების ადგილზე, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილ ხელოვნურ წყალსაცავთან, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების 12-კაციანი ჯგუფი იმყოფება და საავიაციო საწვავისგან დაბინძურებული წყლის უტილიზაციას (სასარგებლო, გამოსადეგი. ნარჩენების გამოყენება რაიმე სახით) აწარმოებს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ვერტმფრენის ავარიული დაშვების ადგილზე ქბრბ ჯგუფის მიერ განხორციელებული სამუშაოები შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დაათვალიერა და არსებული მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაცია მიიღო.

"შსს-ს შესაბამისი დანაყოფების ოპერატიული რეაგირების შედეგად, დაბინძურებული წყლის გავრცელება ნიადაგსა და გარემოში არ მომხდარა. ავზში არსებული წყალი კი ქბრბ ჯგუფის მიერ სრულად გაიწმინდება.

პირველადი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, ხელოვნურ ავზში დაახლოებით 1,3 ტონამდე საავიაციო საწვავი ჩაიღვარა.

ქბრბ ჯგუფმა წყლის გაჟონვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა",-აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics