14:23 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-27 01:36:09, 3686 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე, როგორც თბილისის მერი, ჩემპიონი იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.

ამის შესახებ მან კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ოფიციალურ გახსნაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქის მერობის სახელისუფლო კანდიდატს წარმატება კიდევ ერთხელ უსურვა.

„მინდა კახა კალაძესწარმატება კიდევ ერთხელ ვუსურვო. მის გამარჯვებასა და წარმატებაში ყველა დარწმუნებული ვართ. ის ყველა საქმეში ჩემპიონი იყო, რასთანაც დღემდე ჰქონია შეხება. ის იყო ჩემპიონი სპორტში, ბისნესისა და სახელმწიფოს მართვაში. დარწმუნებულივარ, ის, როგორც თბილისის მერიჩემპიონიიქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, კახა კალაძე სიცოცხლით სავსე თბილისის  წარმატებული მერი იქნება.

 

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. კახა კალაძემ საკუთარიშტაბის ხელმძღვანელად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე წარადგინა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics