07:29 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-26 14:06:50, 625 ნახვა

საზოგადოება
მესტიაში „ლიდერთა სახლის“ მოსწავლეებისთვის ორდღიანი სემინარები ჩატარდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპდანაშაულის პრევენციის ცენტრისახალგაზრდული პროგრამალიდერთასახლისმოსწავლეებისთვის მესტიაში ადამიანის უფლებების შესახებ ორდღიანი სემინარები დასრულდა.

ღონისძიება მესტიის იუსტიციის სახლში გაიმართა. პროექტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ადამიანის უფლებების არსსა და კლასიფიკაციას, ადგილობრივ კანონმდებლობას და საერთაშორისო პრაქტიკას.

სემინარების მსმენელებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა ბავშვთა უფლებების საკითხი. პრაქტიკული სავარჯიშოებისა და ვიდოემასალის საშუალებით, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ პროექტის მიმდინარეობაში. 

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ამერიკელი მოხალისე- სარაიანგი მოსწავლეებს უფლების დაცვის საერთაშორისო სამართლერივი საშუალებების შესახებ ესაუბრა.სემინარებს მესტიის ოთხი სკოლის 27 მოსწავლე დაესწრო. დასკვნით ეტაპზე მათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამართლის ადაპტირებულისახელმძღვანელო - „სამართლის ქალაქი“ გადაეცათ. პროექტის მიზანია „ლიდერთა სახლის“ მონაწილეებისთვის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთასახლის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა. პროგრამა „ლიდერთა სახლი“ საქართველოს 13 ქალაქში არსებულ იუსტიციის სახლებში მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics