01:06 - 26 Jun, 2026
|
2015-04-25 13:54:31, 654 ნახვა
პოლიტიკა
ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლი სავარაუდოდ გაიყიდება
"ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ მაქვს, ალბათ, ეს შენობა უნდა გაიყიდოს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერმა ქუთაისის პარლამენტის შენობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ცდილობს „ამ შენობას ფუნქცია მოუძებნოს“. "ჩვენ ვცდილობთ, მოვუძებნოთ ფუნქცია ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას, რომელიც 350 მილიონი დაჯდა და მთავრობის სახლს, რომელიც 80 მილიონი დაჯდა. რა საჭირო იყო ეს შენობები ქუთაისში, არ ვიცი, როცა სხვა მნიშვნელოვანი პროექტები იყო განსახორციელებელი. მთავრობის სახლთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ მაქვს, ალბათ, ეს შენობა უნდა გაიყიდოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)